გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს შეხვდა

19-09-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს - დერეკ შოლეს შეხვდა.


ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და
რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. განიხილეს, ასევე - ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა და დერეკ შოლემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დერეკ შოლეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და შედეგად, რეგიონსა და მსოფლიოში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031