19-09-2023
გერმანიაში, ქალაქ ჰერშინგში, აგრარულ სექტორში დასაქმებული ახალგაზრდებისთვის, 31-ე საერთაშორისო ლიდერული ვორქშოფი ჩატარდა, რომელში მონაწილეობა სოფლის მეუნროების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა მიიღეს.
ვორქშოფში 46 ქვეყნის 77 წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. აღნიშნული პროგრამა 1962 წლიდან მიმდინარეობს და მასში გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.
ვორქშოფისმიზანისექტორში არსებული საერთაშორისო გამოცდილებისგაზიარება და მონაწილე ქვეყნებში დანერგვის ხელშეწყობაა. სემინარებზე განხილული იყოაგრარულ სფეროში არსებული გამოწვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები, კრეატიული ტექნიკების ათვისება, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, კონფლიქტის გადაჭრის გზების შემუშავება და მდგრადი განვითარების პრინციპები.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერებმა ვორკშოფის მონაწილეებს საქართველოს აგრარულ სფეროში მიმდინარე პროცესები და დარგის პოტენციალი გააცნეს. სემინარის ფარგლებში, ორგანიზებული იყო ექსკურსიები აგრარულ ფერმებში, ბიოგაზის საწარმოსა და საგანმანათლებლო ცენტრებში.
16-11-2024
16-11-2024