გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ს სტუდენტური საცხოვრებლის პროექტირების ყველა ეტაპი დასრულდა და სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე ტენდერი გამოცხადდა

19-09-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის გამაგრება-რეაბილიტაციის ექვსთვიანი პროექტირების ეტაპი დასრულდა და უკვე გამოცხადდა შენობის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია  კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.


300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობაში განთავსდება კვების ობიექტი, მოეწყობა სოციალური სივრცე, ბიბლიოთეკა, ასევე განთავსდება სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.


ახალი საცხოვრებლის ტერიტორია თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძესთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


„რამდენიმე თვის წინ გამოვაცხადეთ ტენდერი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებაზე. გამარჯვებულმა კომპანიამ დაასრულა პროექტირების ყველა ეტაპი და დღეს უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი, როგორც შენობის გამაგრებაზე, ასევე ცალკეული ნაწილის რეაბილიტაციაზე. ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეემატება ახალი სტუდენტური საცხოვრებელი.“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728