19-09-2023
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 005.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 079.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 14.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 925.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარაგვისტოში, 5 846.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (567.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (552.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (461.4 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 644.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 225.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 190.1 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 368.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 957.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 716.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი).
16-11-2024
16-11-2024