გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ

20-09-2023

მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ის თანაგუნდელებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.


„ისინი არიან ჯაშუშები, აგენტები, დავალების შემსრულებლები. ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე იყო. ხომ ყველამ იცით, რომ ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე, სისხლიანი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც სასამართლო სისტემას ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის იყენებდა. რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. რა თქმა უნდა, სამწუხაროა! მე როგორც ვიცი გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ. ასეთი პროცესები წავიდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისთვის. რთულია, ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.


ცნობისთვის, პარლამენტის ფოიეში ერთმანეთს დეპუტატთა რამდენიმე ჯგუფი დაუპირისპირდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. სიტყვიერი დაპირისპირება იყო თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილსა შორის და ასევე, მამუკა მდინარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930