გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სს ლიბერთი ბანკის განცხადება

21-09-2023

ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ ტვ პირველის მიერ, ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ლიბერთი ბანკის და მისი აქციონერების იმიჯს.


კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ლიბერთი ბანკი, არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.


ასევე, არც ლიბერთი ბანკი და არც მისი აქციონერი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე, არასოდეს ფლობდა "ვითიბი ბანკის" წილს/აქციებს.


ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შეთხვევაში, ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930