გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება

21-09-2023

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხებს განიხილავს.


ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა, უკვე განსაზღვრა ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. მიმდინარე სემესტრში თსუ-ში ფინანსური დავალიანების მქონე 3327 სტუდენტია.


აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ ჭრილში, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგენს სტატუსს, რაც მათ საშუალებას მისცემს განაახლონ რეგისტრაციის პროცედურები და სრულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ინიციატივით, სამინისტროსა და საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შედეგად 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება გაუნულდებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930