22-09-2023
"საინტერესო წამოცდენები ახასიათებს-ხოლმე ნორჩ ლენინელსა და ჭარმაგ თაღლით ხაზარაძეს…ზურაბიშვილი ჩვენთანაა თანხვედრაშიო; ანუ გაყიდე თხასავით მამუკ?" - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც ხაზარაძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი მის პარტიასთან თანხვედრაშია.
ქადაგიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა, თავი ზეპარტიულად წარმოეჩინა, თუმცა, ხაზარაძის ამ განცხადების შემდეგ, პრეზიდენტის ყველა პროვოკაცია რადიკალების კისერზე აღმოჩნდება.
"ეგრე რა, დაარქვით ყველაფერს სახელი!
საინტერესო წამოცდენები ახასიათებს ხოლმე ნორჩ ლენინელსა და ჭარმაგ თაღლით ხაზარაძეს…
ზურაბიშვილი ჩვენთანაა თანხვედრაშიო; ანუ გაყიდე თხასავით მამუკ?
თუმცა, შენ ყიდვა-გაყიდვა, მევახშეობა და ჩარჩობა არ გაგიჭირდებოდა, მაგრამ ასე ადრე ზურაბიშვილის გამოაშკარავება?
ქალს იმდენ პროვოკაციაზე აქვს ხელი მოწერილი და ახლა რა გამოვა, ყველა მისი მავნებლობა თქვენ კისერზე აღმოჩნდება?!
არადა, ძალიან ზე-პარტიულს აწვებოდა “ლუდოვიკოს ციცა” და თურმე ნაცების კოლექტივში გაწევრიანებულა…
ფერი ფერსაო თქვენზეა ნათქვამი - საკუთარი ამომრჩევლის გადამგდები, ტუტუცი პრეზიდენტი და ოფიციალური თაღლითი, ქორ-ვაჭარი ხაზარაძე. ორივე ერთად კი კოლექტიური ნაც-მოძრაობის “უძღები შვილი”…
ჟანრის კლასიკას უხდება, სასიყვარულო სამკუთხედები - სალომე, მამუკა, ნაცები და უკუღმა - ნაცები, მამუკა, სალომე" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
1-11-2024
1-11-2024