24-09-2023
"რა უნდა მიკვირდეს, კანადის პარლამენტში ამ დღეებში ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის 98 წლის უკრაინელ ვეტერან იაროსლავ გუნკას, რომელიც მსახურობდა ნაცისტების Waffen-SS მე-14 დივიზიაში. ტაშით შეხვდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსების წინააღმდეგ იბრძოდა..." - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი იუნიორი მოციგურავეების გრან-პრის ტურნირზე უკრაინელი მოციგურავეების საქციელს, როდესაც მათ ქართველ მოციგურავეთა წყვილს ხელი არ ჩამოართვეს.
ქართველიშვილის თქმით, ეს არის სპორტს მიღმა გასული საქციელი, რომელიც დისკვალიფიცირებასაც კი იმსახურებს.
"იუნიორები" ფაქტობრივად ჩვენი ბავშვები არიან - ზოგისთვის შვილის, ზოგისთვის შვილიშვილის ასაკის. გამორიცხულია, უკრაინელ ბავშვებს ეს არასპორტული, უღირსი საქციელი საკუთარი ნებით ჩაედინათ. ბუდაპეშტში ფიგურულ სრიალში დასრულებულ გრან-პრის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ეგიდით მოასპარეზე წყვილმა გაიმარჯვა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტიოლკინამ.
საქართველოს ჰიმნის გაჟღერების წინ, ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედალოსნებს მიულოცეს და საპასუხო მილოცვა მიიღეს. ხოლო მეორე ადგილზე გასულმა უკრაინულმა წყვილმა (ივან ხობტა და ვიოლეტა სეროვა) ხელის ჩამორთმევაზეც კი უარი განაცხადეს თავის ქართველ თანატოლებთან. ეს არის სპორტს მიღმა გასული საქციელი, რომელიც დისკვალიფიცირებასაც კი იმსახურებს.
ფორმალური მიზეზი, რომ ქართველი სპორტსმენები რუსი მწვრთნელის შეგირდები არიან, არანაირ გამართლებას არ ითვალისწინებს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი "ქართულ-უკრაინული" უცნაური მეგობრობის. არ გამიკვირდება, რომ ამ ჟესტის პირდაპირი ინიციატორი ან არახამია, ან პოდოლიაკი ყოფილიყო.
თუმცა რა უნდა მიკვირდეს, კანადის პარლამენტში ამ დღეებში ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის 98 წლის უკრაინელ ვეტერან იაროსლავ გუნკას, რომელიც მსახურობდა ნაცისტების Waffen-SS მე-14 დივიზიაში. ტაშით შეხვდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსების წინააღმდეგ იბრძოდა..." - წერს ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024