გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზალცბურგის მე-19 ევროპული სამიტი მიმდინარეობს

25-09-2023

ზალცბურგის მე-19 ევროპულ სამიტში, რომელიც ავსტრიის კანცლერის პატრონაჟითა და ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) ორგანიზებით მიმდინარეობს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ზაურ ახვლედიანი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე კურასბედიანი ესწრებიან

 

სამიტამდე, დელეგაციის წევრებმა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის გენერალურ ასამბლეაზე, IRE-ს მიერ გაწეული საქმიანობის (მათ შორის ფინანსური) ანგარიში მოისმინეს. სამიტის გახსნამდე, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საინფორმაციო მასალებს აჭარის შესახებ, რომლებშიც უმაღლესი საბჭო წარმოდგენილია როგორც ღია მმართველობის თვალსაჩინო მაგალითი.

 

ევროპული სამიტის პირველ დღეს მთავარი მოხსენებით ავსტრიის კანცლერი - კარლ ნეჰამერი წარსდგა აჭარის დელეგაციის წევრები დაესწრებიან სხვადასხვა თემატურ სესიას, ასევე შეხვედრებს გამართავენ ევროპის ქვეყნების რეგიონულ და ფედერალურ ლიდერებთან. ქართული დელეგაცია ზალცბურგში IRE-ს პრეზიდენტის, ფრანც შაუსბერგერის მიწვევით იმყოფება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031