გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების 30 წლისთავი აღინიშნა

26-09-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების 30 წლისთავი აღინიშნა.


პოლკოვნიკი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას აფხაზეთში გმირულად დაიღუპა.

 

ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, თანასოფლელები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მისივე სახელობის მშობლიური სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

 

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ტარიელ შარიფაშვილის ქალიშვილი, თამარ შარიფაშვილი, შვილიშვილი და ახლობლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031