გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: მსოფლიოში ვერ ნახავთ მაგალითს, რომ კანონის ნორმა დაერღვიოს პრეზიდენტს, არათუ რომელიმე თანამდებობის პირს, არამედ პრეზიდენტს

26-09-2023

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის განცხადებები, სხვა არაფერია, თუ არა მავნებლური ქმედება. „ქართული ფილმია, სადაც ერთი საინტერესო ფრაზაა, „რა ვუყოთ კოჭაძეს? მივცეთ ატესტატი და გავუშვათ! ნამდვილი სულელია!“ ხუმრობა რომ გადავდოთ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სისულელით საკუთარ თავს იზიანებენ. არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც გარემოცვას აზიანებენ და არსებობენ მავნებლები, როგორიცაა ქალბატონი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იმიტომ, რომ მის საქციელს, რასაც სჩადის, სხვა ახსნა არ აქვს.


როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა დააშავა, ერთია ის, რომ შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში, რომ ის ათანხმებს თავის ქმედებას მთავრობასთან და შემდეგ ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს სახელით. ამ შემთხვევაში ის არ ათანხმებს, თავიდანვე არღვევს კონსტიტუციას და არ იცავს მას. მეორე, იურიდიული ცოდნა ამას არ ჭირდება - მსოფლიოში ვერ ნახავთ მაგალითს, რომ კანონის ნორმა დაერღვიოს პრეზიდენტს, არათუ რომელიმე თანამდებობის პირს, არამედ პრეზიდენტს და ეს ნორმა მოარგოს ერთ ადამიანს. პარადოქსთან გვაქვს საქმე. მან დაიწყო ინსინუაციური კამპანია - არა, ამ ეტაპზე ასე მინდა. სხვა საფუძველი მისი იმპიჩმენტის არ არსებობს,“ - განცახადა ზურაბ ქადაგიძემ.

 

იმას, თუ რას ემსახურება და რას ისახავს მიზნად პრეზიდენტის პოზიცია, ზურაბ ქადაგიძე შემდეგ შეფასებას აძლევს: „ახლა რაც შეეხება კამპანიას, რომელზეც ვსაუბრობდით, სალომე ზურაბიშვილი, მავნებელი სულელი, რომელიც არცთუ ისე სულელია, აღმოჩნდა ის რგოლი, რომელმაც ე.წ. რევოლუციურ პროცესებში უნდა შეასრულოს ე.წ. ნდობის გაჩენის როლი. ნახეთ, საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალიც კი, ამუნათებს ხელისუფლებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს რეპუტაციას, რამაც სარგებელი უნდა მოუტანოს დაპირისპირებას და რევოლუციურ წიაღსვლებს. შემდეგ ჩაერთვება სხვადასხვა კომპონენტი, მაგალითად ლორთქიფანიძის გუნდი, დიდი ალბათობით უნდა მოხდეს გარკვეული საბოტაჟი, რასაც ზურგს გაუმაგრებს საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ეს მოხდა მარტში, როცა წაუკითხავი კანონპროექტი აპროტესტებინა ახალგაზრდებს, რომელთა დიდმა ნაწილმა შემდეგ პროცესებს ზურგი აქცია. რატომ გამარგინალდა მაშინდელი პროცესები? იმიტომ, რომ ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ არანაირ რუსულ კანონზე არ არის საუბარი და მსგავსი კანონები მოქმედებს კანადაში, ჩეხეთში და ევროკავშირიც კი აპირებდა მსგავსი პროექტის ინიცირებას.

 

აი, ამ დროს, სალომე ზურაბიშვილს შემოაქვს ახალი ფრაზა „რუსული გადაწყვეტილება". იქნებ თავიდან მოახერხოს, უკაცრავად ამ სიტყვაზე, გარკვეული ადამიანების წამოკიდება, რაღაც ანკესის როლი შეასრულოს ამ ფრაზამ, რომ დაიწყოს გამოსვლები და როგორც მაშინ აბსურდის სპექტაკლი დადგეს მოწოდებით „არა რუსულ კანონს“, ახლა იქნებ დაიწყონ „არა რუსულ გადაწყვეტილებას“ - თავი და თავი ამ პროცესების რეალურად არის ეს,“ - ამბობს „ხალხის ძალის“ წევრი.

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებით და არა საქართველოს კონსტიტუციით, როგორც ამას ქადაგიძის შეფასებით, ზურაბიშვილი მოგვიწოდებს, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ პრეზიდენტის განცხადებები ე.წ. „ფეიკზეა“ გათვლილი.

 

„რაც შეეხება სუვერენიტეტს (და მეტს აღარ გავაგრძელებ იმიტომ, რომ ამ სულელზე ამდენიც არ უნდა ილაპარაკო), ჩემი დამოკიდებულება არის ეს - როდესაც საუბრობ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებებია განმსაზღვრელი საქართველოში და ასე ხდება მსოფლიოში, ეს არის გათვლილი ე.წ. „ფეიკზე". სინამდვილეში რა ხდება? კანადაში მოქმედებს იურიდიული ან ფიზიკური პირის სანქცირება და დასანქცირებულზე შეღავათების გაკეთება; მალტაში საერთაშორისო სანქციებს სასამართლო არეგულირებს; ევროკავშირში 2023 წლის 31 მარტს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ცვლილება შეეტანა შესაბამის აქტებში, ევროკავშირის შემზღუდველ ზომებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს 2664 რეზოლუციის (2022) გათვალისწინებით; ჩეხეთის რესპუბლიკა - მიიღეს სანქციების აქტი, რომელიც გარკვეული სუბიექტების მიმართ ეროვნული შემზღუდავი ზომების მიღებას ახორციელებს. ამ დროს, როდესაც ეს სულელი ქალბატონი გვესაუბრება, რომ თურმე საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფო დეპარტამენტის დადგენილებით და არა საქართველოს კონსტიტუციით, ამაზე მეტი ღალატი, ეროვნული შეგნების დაკნინება და ამაზე მეტი კოლაბორაცია რა არის, თუ არა მისი საქციელი," - დასძინა ზურაბ ქადაგიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930