გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას; ეს არის განგრძობითი პროცესი, რაც მან დაანონსა, თქვა, რომ განაგრძობს უხეშად კონსტიტუციის დარღვევას

27-09-2023

პრეზიდენტი ამბობს, რომ კი, არღვევს კონსტიტუციას, ფაქტობრივად აღიარება გამოდის, მაგრამ ამას აკეთებს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი იმისათვის, რომ ქვეყანა გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც კანდიდატის თემას იყენებს.

 

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ესეც ამ სცენარის ნაწილია და აქაც მთავარ საბაბად კონსტიტუციის დარღვევისთვის სალომე ზურაბიშვილიც იყენებს კანდიდატის თემას. სადაც არ უნდა წახვიდე, როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან რადიკალური ოპოზიცია თავის სალომე ზურაბიშვილით უკვე, ისინი საბაბად ყოველ ჯერზე იყენებენ სწორედ კანდიდატის თემას. ამ შემთხვევაშიც, ის ამბობს, რომ კი, არღვევს კონსტიტუციას, ფაქტობრივად აღიარება გამოდის, მაგრამ ამას აკეთებს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი იმისათვის, რომ ქვეყანა რაღაცნაირად გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

რაც შეეხება მიმდინარე ვიზიტებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ესეც ამის მორიგი გამოხატულებაა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული სალომე ზურაბიშვილი, ამას შეიძლება ვუწოდოთ კერძო ვიზიტი, მაგრამ სინამდვილეში ის კვლავაც უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ე.წ. ოფიციალურ სამუშაო ვიზიტებს ახორციელებს. პროტოკოლის ყველა წესის დაცვით ხორციელდება ეს ვიზიტები, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის განგრძობითი პროცესი, რაც მან დაანონსა, თქვა, რომ უხეშად კონსტიტუციის დარღვევას განაგრძობს, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930