გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: თუკი რაიმე დარღვევა გამოვლენდება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კომისიას ჰქონდეს მაღალი სანდოობა

3-09-2018

მმართველი გუნდის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუკი საგამოძებო კომისიის მუშაობის პროცესში საქმესთან დაკავშირებით კანონის დაუცველობა გამოვლინდება, ეს კომისიის სანდოობას გაზრდის.

მისივე თქმით, კომისიის წევრებისთვის ძალიან მნიშნელოვანია, თუ რამდენად სწორად მიდის საგამოძიებო პროცესი.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ საქმის ირგვლივ სიცხადე შევიტანოთ იმ მანდატის ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ თუკი რაიმე დარღვევა იქნება გამოვლენილი ან რაიმე კანონის დაუცველობას ექნება ადგილი და ამას ჩვენ ამ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დავასკვნით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კომისიას ჰქონდეს მაღალი სანდოობა და ჩვენს შეფასებებს ჰქონდეს დამაჯერებლობა. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მივდივართ თუ არა, იმიტომ რომ კომისია არ არის მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი, კომისია ვართ ჩვენ, ყველა. ამას იმიტომ ვამბობ რომ, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ეპიზოდზე, რომელზეც სამართლებრივ ჭრილში სასამართლომ უნდა მისცეს საბოლოო შეფასება. ბრალი წარდგენილი აქვს ადამიანს, დაკავებულია, პატიმრობა შეფარდებული აქვს, თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფება და სასამართლომ უნდა განიხილოს საბოლოოდ ბრალდების საქმე, არ ვიცი ზუსტად, რა ეტაპზეა ეს საქმე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო  არაერთ გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული შეფასებები მიმდინარე სასამართლო საქმესთან დაკავშირებით ჩაითვლება პირდაპირ ზეწოლად სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე, ამის გამო ჩვენ, თქვენ ძალიან კარგად იცით, ბევრ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვიკავებთ თავს, რომ არ გავაკეთოთ შეფასებები იმ საქმეზე, რომელზედაც განაჩენი დამდგარი არ არის.  თუ დამდგარია განაჩენი - სხვა მოცემულობაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ, სახელმწიფო ვიქნებით მოპასუხე ისეთ საქმეებზე, სადაც რომელიმე ეს პირი, რომლის საკითხსაც ჩვენ ვეხებით სამართლებრივ ჭრილში, დააყენებს საკითხს უდანაშაულობის პრეზუმცია და სასამართლოში ჩაურევლობის პრინციპი დაიცვა თუ არა ხელისუფლებამ, მათ შორის პარლამენტმა ამ კომისიის სახით. შეიძლება თქვენ ეს არ გაღელვებთ იმიტომ რომ ხართ დღეს ოპოზიციაში და ბევრ საქმეზე რომელზედაც სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა იმ პერიოდში ჩადენილ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც იყო ხელისუფლების შეცვლამდე, დაადგინა დარღვევა, ჩვენ მოგვიხდა ამ საქმეებზე ჯარიმების გადახდა. მე არ მინდა ნამდვილად რომ რომელიმე საქმეზე საქართველოს მოქალაქის მიმართ დადგინდეს დარღვევა კონვეციით და კონსტიტუციით დაცული პრინციპის და ამის გამო სახელმწიფოს მოუწიოს პასუხისგება. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ იქნებ დავიცვათ ეს პრინციპი და ბატონი სუბელიანის მიმართ რა კვალიფიკაციით უნდა წარიმართოს საქმე, სწორად მოხდა თუ არა მტკიცებულებების შეფასება და ბრალდების წარდგენა, ეს არის კონსტიტუციის სასამართლოს დასადგენი, პირდაპირ წერია, რომ მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს მიერ. ჩვენ უნდა ვეხებოდეთ ისეთ გარემოებებს , რომელიც გამოვლენილი არ არის ან მიჩქმალულია და კონკრეტულმა პირებმა, თანამდებობის პირებმა, სახელმწიფოს ორგანოებმა გააყალბეს. დააკავეს ადამიანი, ბრალი წაუყენეს და პატიმრობის ქვეშ იმყოფება. ახლა ვლაპარაკობთ რომ ეს მტკიცებულება ასე კი არა ისე უნდა შეფასდეს და ჩვენ, პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი ვეუბნებით პირდაპირ სასამართლოს, რომ ამ გზით იარე. ეს არის პირდაპირი ზეწოლის მაგალითი, მე ამას ვაფიქსირებ ძალიან პრინციპულად იმიტომ რო, მიმაჩნია, რომ ამით ირღვევა რასაც თქვენ აკეთებთ, კონსტიტუციაც და ყველა კანონმდებლობაც, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს იცავს და სასამართლოში ჩაურევლობას გვავალდებულებს“- განაცხადა ბესელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930