29-09-2023
"პრეზიდენტმა თავისი ანტიკონსტიტუციური ვიზიტით ახალი საბოტაჟი მოუმზადა საკუთარ ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუმალავს და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ შევუერთდით ყველა პოლიტიკურ სანქციას და ნაწილობრივ ეკონომიკურ სანქციებს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
ხუნდაძის თქმით, საქართველო იქნება ევროპული ოჯახის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული ღირებულებებით და პრინციპებით. "
პრეზიდენტმა თავისი ვიზიტით ევროკავშირს კი არ დაგვაახლოვა, პირიქით დაგვაშორა. ბალტიისპირეთში ჩავიდა იმისათვის, რომ ახალი სავაჭრო თემა შემოეტანა სტატუსის მიღების სანაცვლოდ - სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ანუ, სანქციები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
პრეზიდენტმა თავისი ანტიკონსტიტუციური ვიზიტით ახალი საბოტაჟი მოუმზადა საკუთარ ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუმალავს და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ შევუერთდით ყველა პოლიტიკურ სანქციას და ნაწილობრივ ეკონომიკურ სანქციებს. ამ თემის გაცოცხლებით ომის პარტიის "გენერალურმა სამდივნომ" უცხოეთში ახალი ხრიკი მოიფიქრა სტატუსზე სავაჭროდ, ისევ ჩვენი პრეზიდენტის და ოპოზიციის ხელით შესასრულებლად.
მათ უნდა შეიგნონ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ სტატუსით. ეს ჩვენ სამართლიანად გვეკუთვნის და მჯერა, მივიღებთ, რადგან საღად მოაზროვნე ძალა დიდია ევროპაში. საბედნიეროდ, პოლიტიკური ჟანტაჟისტები, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშიც, მილევადია. შეუძლებელია ნამდვილ დემოკრატიას აჯობოს ანარქიამ.
ანარქისტების დრო რომ სრულდება, ამას თავად მათი კვლევები ცხადყოფს. ჩვენ ეს შელამაზებული, მაგრამ მაინც მათთვის უკიდურესად მძიმე კვლევის შედეგები არ გვჭირდება, ისედაც ვიცით, რომ ჭეშმარიტ ფასეულობებს ვერ ერევა ვერავინ. არჩევნების ბედს არ წყვეტენ პოლიტიკოსები, ამას წყვეტს საზოგადოება.
საქართველო იქნება ევროპული ოჯახის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული ღირებულებებით და პრინციპებით," - წერს ხუნდაძე.
16-11-2024
16-11-2024