გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დავა 3 ლიტრი წყლის გამო - კასპის მერს სასამართლოში უჩივიან

3-09-2018

ომპანია ,,გაზტექმშენი" კასპის მერს სასამართლოში უჩივის. მისი ხელმძღვანელი სოფელ გომში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, თანხის ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. 

მისი თქმით, მერიის შესაბამის სამსახურებში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ და, არარეალური მიზეზების გამო, თანხას არ იხდიან.

საქმე ეხება სოფელ ქვემო გომში ჩატარებულ სამუშაოებს. კომპანია ,,გაზტექმშენმა" 37 ათას ლარად სადრენაჟო სისტემა მოაწყო. სოფლის გამგებლის, კახა კაციაშვილის თქმით, დრენაჟიდან ნაცვლად 3 ლიტრისა, წამში 1,5 ლიტრი წყალი მოდის.

კაციაშვილთან ერთად, წყლის დებეტის ნაკლელობაზე საუბრობენ კასპის ზედამხედველობის სამსახურში. 

მათი მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაოები აწარმოა ინსპექტირების ჯგუფთან შეუთანხმებლად და პროექტის ავტორის წერილობითი თანხმობის გარეშე, რის შედეგადაც არ იქნა მიღებული წლის საკმარისი დებეტი. ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, სამუშაოები განხორციელდა პროექტთან შეუსაბამოდ, სადრენაჟე მილი არ იქნა მოწყობილი პროექტით გათვალისწინებულ ნიშნულზე.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ კასპის მერიის თანამშრომლები წყლის დებეტს მზიან და წვიმიან ამინდში ამოწმებდნენ:

,,მაგათ, იცით რა დაწერეს? აი, წვიმიან ამინდში 3 ლიტრი მოდის და უნალექო პერიოდში 1 ლიტრიო. საიდან შეარჩიეს ასეთი კადრები? როგორ შეიძლება მიწის ქვეშა წყლებთან დაკავშირებით ასეთი განმარტება გააკეთო? რას ჰქვია ნალექის პერიოდში მეტი წყალი მოდის? გამოდის, რომ წვიმის წყალი მოდის დრენაჟიდან? თუ სპეციალისტები არიან, ასეთი რამ როგორ უნდა მოიფიქრონ" - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

სატენდერო პირობების მიხედვით, ახალი სადრენაჟო სისტემის მოწყობის შემთხვევაში, დრენაჟიდან სოფელს წამში დაახლოებით 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ეს იყო მხოლოდ ვარაუდი, რომელიც თავის დროზე საპროექტო ორგანიზაციამ დაწერა.

დავას მერიასა და კომპანიას შორის სასამართლო განიხილავს. კასპის მერიაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვიცე-მერი კახა მარიდაშვილი კურირებს. ის შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.



qartli.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930