გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაზიანის მე-4 ბრიგადაში მზის ენერგიის პანელების მოწყობა დასრულდა

30-09-2023

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში სამხედრო ბაზებზე ევროსტანდარტების ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა მიმდინარეობს. ვაზიანში მდებარე მე-4 ქვეითი ბრიგადის სრულად რეაბილიტაციისა და მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


3 500 მ2 დამონტაჟებული პანელები, დაახლოებით, 500 კვტ ენერგიას გამოიმუშავებს. საქართველოს თავდაცვის უწყებამ ფოტოვოლტური ელექტროსადგურის (მზის პანელები) პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.


პროექტი საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებას ითვალისწინებს, რაც საკმაოდ დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს. თავდაცვის მინისტრის - ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებშიც იგეგმება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930