გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
VTB ბანკის მომხმარებელი თაღლითობის მსხვერპლი გახდა-ყურადღებით იყავით, რომ ჩემს დღეში არ ჩავარდეთ

4-09-2018

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო დევდარიანი ფეისბუკის პირად გვერდზე სავარაუდოდ, საბანკო ბარათით განხორციელებული თაღლითობის შესახებ წერს:


„მინდა ჩემი განსაცდელი გაგიზიაროთ,
გუშინ საღამოს ტელეფონზე თანხა ჩავრიცხე VTB ბანკის ვიზა ბარათიდან, თანხა მაშინვე არ დაჯდა, გვიან იყო და დილამდე ვიფიქრე ჩაირიცხებათქო, დილით ვნახულობ ტელეფონში 3 შეტყობინებას- თქვენი ბარათიდან განხორციელდა გადახდა 52, 150 დაკიდევ150 ლარის (სულ352) ლარის ოდენობითო და ეს ყველაფერი ნახევარი წუთის ინტერვალში , ბარათი ხელთ მაქვს და შინაც მარტო ვიყავი ვინმეს რომ ესარგებლა გამორიცხულია, ვივარაუდე რომ ჰაკერების მსხვერპლი ვარ, გავქანდი ბანკში, სულ ტყუილად ჩვენ ვერაფერს დაგეხმარებით თქვენი ბარათი დაზღვეული არ არისო, დიდი იმედი არც სამართალდამცავებს მოუციათ , თუ საზღვარგარეთიდან განხორციელდა ოპერაცია, მაშინ წვდომა არ გვექნებაო.


ახლა მინდა ვიკითხო შეიძლება ვინმე დამეხმაროს?


ანდა ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში ოდესმე? ნუთუ სამართალი არაა ამ ქვეყანაში? და ყველაზე მეტად @VTB Bank - ვითიბი ბანკს მინდა ვკითხო - რას ვიღებ მრავალწლიანი ერთგულების სანაცვლოდ, რახან ბარათი დაზღვეული არ მქონდა არ უნდა დამეხმაროთ? განა ცოტას ვიხდით მომსახურებაში რომ დაცვის მექანიზმები უფრო ეფექტური იყოს. მოკლედ გაიზიარეთ და იყავით ყურადღებით, ჯვარი გწერიათ ჩემს დღეში არ ჩავარდეთ - წერს ნინო დევდარიანი.





alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031