გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში, ერთ ტონაზე დამატებით 50 ლარი, ანუ ჯამში 250 ლარი საფასური დაწესდა

2-10-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხორბლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განმარტება.


„მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, არასტანდარტული ვითარებაა  შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების და, ზოგადად, ლოგისტიკის კუთხით. ამ მიმართულებით, რამდენიმე თვის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რითაც ვითარება ფქვილის  იმპორტის  ზრდასთან დაკავშირებითდაბალანსდაფქვილის იმპორტზე  დაწესებული 200 ლარიანი დამატებითი საფასურით. თუმცა, ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ,  ფქვილის  იმპორტიკვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს განპირობებულია ისევ და ისევ ფასის  არასტაბილური ფორმირებით, იმ ჭარბი მოსავლით, რაც არსებობს მსოფლიოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტის  შემთხვევაშიდაწესდეს ერთ ტონაზე დამატებით  50 ლარი,  ანუ ჯამში 250 ლარისაფასური“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, წლევანდელი სტიქიის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით,წლევანდელი ხორბლის მოსავალი არის დაბალი ხარისხის.


„გარდა ზემოაღნიშნულისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმპორტის შემთხვევაში, ქერზე და ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის  გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია, დაწესდეს 100 ლარი  დამატებით  საფასური. აღსანიშნავია, რომ, აქამდე, ქატოზე  არ ვრცელდებოდა  რეგულაციები; მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება ადგილობრივ ხორბლის მწარმოებლებს მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში  იმ ფასად, რომ  მათ მოახერხონ  საქმიანობის გაგრძელება  და  შემდგომშიც  ქვეყნის ეკონომიკაში იმ   წვლილის შეტანა, რაც აქამდე მზარდი ტენდენციებით ხასიათდებოდა. აღსანიშნავია, რომ  ეს გადაწყვეტილება, ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდასთან დაკავშირებით, არ იმოქმედებს  პურის ფასზე,  პურის გაძვირების რისკი არ არსებობს. გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.


თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მუდმივად აქვს კომუნიკაციახორბლის მწარმოებლებთან, გადამმუშავებელ სექტორთან და, ზოგადად, დარგისწარმომადგენლებთან. შესაბამისად,  ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აქტიური შეხვედრები, ერთობლივად შემუშავდა დახმარების პაკეტი და, საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი მექანიზმი. ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შემდგომში მოხდება ამ გადაწყვეტილებების კორექტირება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930