2-10-2023
საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უწყების წარმომადგენლები ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრნენ. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით გამართულ ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის წვლილი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებაში, ასევე განხილული იქნა PAR-ის სამომავლო დღის წესრიგის აქტუალური თემები.
დასკვნითი კონფერენციის ფორმატში გათვალისწინებული იყო როგორც ზოგადი დისკუსია, ასევე თემატური პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე. ზოგადი დისკუსიის დროს OECD SIGMA პროგრამის და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა PAR-ის ძირითადი საკითხები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პარალელურ თემატურ სესიაში, რომელიც შეეხებოდა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სპეციფიკურ საკითხებს.