გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდა

2-10-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, სტუდენტურ სერვისებსა და შესაძლებლობებზე, ასევე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

 

რექტორის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  საკუთარი საუნივერსიტეტო კლინიკა ექნება.

 

“საქართველოში პირველი სამედიცინო სკოლა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიჩამოყალიბდა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიცია სამედიცინო მიმართულებით და იმისათვის, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სამედიცინო ფაკულტეტის გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა შევიძინოთ, რომელიც იქნება პრაქტიკის მთავარი ბაზა და რომელიც დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ ის მთავარი უნარები, რომელიც მთავარია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

სტუდენტებთან შეხვედრისას რექტორმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის მიზნებსა და ღირებულებებზე. ასევე, ისაუბრა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, სტიპენდიებსა და სტუდენტურ პროექტებზე.

 

რექტორის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსების რეაბილიტაცია და  სტუდენტური სივრცეების კეთილმოწყობა.

 

შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930