გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში სრულად ელექტრო Audi Q8 e-tron-ისა და აუდის კლუბის პრეზენტაცია გაიმართა

3-10-2023

29 სექტემბერს თბილისში ”აუდი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა აუდის კლუბისა და Audi Q8 e-tron-ის პრეზენტაცია, რომლის პარტნიორიც თიბისი დაზღვევა და თიბისი კონცეპტი იყო. პრეზენტაციის მიზანი იყო მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ახალი მოდელის წარდგება, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება.


„ახალი Audi Q8 e-tron არის პროგრესული ნაბიჯი პრემიუმ ელექტრომობილების წარმოებაში - განახლებული ბატარეის ტექნოლოგიით, გასაოცარი დიზაინითა და გაუმჯობესებული მართვის დინამიკით. აუდი მომხმარებლებს, გარდა ექსკლუზიური შეთავაზებებისა, ახალ გამოცდილებებს სთავაზობს, იქნება ეს ღამით საცობებისგან თავისუფალ ქუჩებში ტესტ-დრაივი თუ დემო-რაიდები უქმე დღეებში, - აუდი საქართველო.


„თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბრენდთან პარტნიორობა, როგორიც აუდია და მისი მომხმარებლებისათვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება. ისინი ჩვენს ავტოდაზღვევაზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ,” - თიბისი დაზღვევა.


„თიბისი დაზღვევა” ავტოდაზღვევის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს და უმარტივებს ცხოვრებას მომსახურების გაციფრულებით. განვითარებული დისნტაციური სერვისებით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყველაზე სწრაფი მომსახურებით.


თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, 15 ოქტომბრამდე სპეციალური შეთავაზებით -10 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031