6-10-2023
ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრები მოინახულა.
მერი ადგილზე გაეცნო ჯგუფების სასწავლო გარემოს და აღსაზდელებს დამატებით გადასცა სასწავლო დიდაქტიკური მასალები და სათამაშოები.
საქართველოს კანონმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით.
ამ დროისთვის, აღნიშნული ცენტრები მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში უწერაში, ჭიორაში, წედისსა და ჟაშქვაში გაიხსნა, 5-6 წლიანი ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, ადრეული და სკოლამდელი განათლება.
შეგახსენებთ, რომ სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საპილოტე რეჟიმში ონის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლამდელი განათლების მიწოდებას ალტერნატიული მოდელების ფორმით, თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების უზრუნველსაყოფად.
16-11-2024
16-11-2024