5-09-2018
C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით გამოძიება დაინტერესდა და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
საქმე ეხება დაავადების სამკურნალოდ საქართველოსთვის გამოყოფილ გაუხარჯავ, ვადაგასულ და ძვირადღირებულ პრეპარატებს. ჯანდაცვის სამინისტროში ვადაგასული წამლების აღსარიცხად შემოსავლების სამსახურთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც შევიდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით“, - განუცხადეს „ნიუპოსტს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოშ 2015 წელს დაიწყო და მას „ქართული ოცნება“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევს, თუმცა როგორც ახლა იკვეთება, ამ პროგრამით ვიღაცები ხელს ითბობდნენ.
ვის კვალზე გავა გამოძიება და შეიწირავს თუ არა ეს სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, მალე გახდება ცნობილი.
16-11-2024
16-11-2024