გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხადი იყო „ჰამასის“ ამ სისხლიან, არაადამიანურ, შემზარავ ავანტიურაზე რა პასუხი ექნებოდა ისრაელს - გოგა ხაინდრავა

9-10-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ისრაელი-პალესტინას შორის მიმდინარე ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


ხაინდრავა განადგურებული ღაზის ტერიტორიის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ისრაელის მხრიდან მხოლოდ დასაწყისია:


„შედეგი! როცა საკუთარ ხალხზე და მის ბედზე კი არ ზრუნავ, არამედ უცხო ქვეყნების, ბატონების ნებას ემსახურები! იყიდები! ცხადი იყო „ჰამასის“ ამ სისხლიან, არაადამიანურ შემზარავ ავანტიურაზე რა პასუხი ექნებოდა ისრაელს! ეს მხოლოდ დასაწყისია! ლომჯარია გიგაური, გო, გო, ჟენია! ეს გინდოდათ აქ ხო!“ - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.


ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.


„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.


მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.


9 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ღაზაში კი დაღუპულთა რიცხვი 500-ს აჭარბებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930