გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებს ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიენიჭა

11-10-2023

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ერთობლივი და უცხოური აკრედიტაციის მქონე პროგრამების განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების –საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – უმაღლესმა საბაკალავრო STEM პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვეს.

 

ABET-ის სრული აკრედიტაცია მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ დაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ „კომპიუტერული ინჟინერია“.

 

ABET აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ამერიკის, ევროპისა თუ აზიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გაცემული საერთაშორისო დიპლომები.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, რეგიონში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ და „კომპიუტერული მეცნიერებები“ მიიღო. შედეგად, თსუ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის 2017-2026  წლის, ხოლო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის 2018-2026 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომები საერთაშორისოდ აღიარებულია.უნივერსიტეტმა ABET-ის აკრედიტაცია ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში პირველივე ჯერზე, ყოველგვარი დათქმის გარეშე მიიღო.

 

მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით კი საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების მიერ ABET აკრედიტაციის მოპოვება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია.


სამინისტრო აქტიურად აგრძელებს უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი და ორმაგი პროგრამების მხარდაჭერას – როგორც პოლიტიკის, ასევე ფინანსური კუთხით, რათა საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები იყვნენ კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930