11-10-2023
2024 წლის ბიუჯეტის პროექტს დადებითად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი და აცხადებს, რომ ბიუჯეტის ზრდა კოორდინირებული და პროფესიონალურად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
„მთელი რიგი მიმართულებების ბიუჯეტი არის გაზრდილი. ჩვენ ვაგრძელებთ სოციალური, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციასა და მშენებლობას.
ყველაფერი ეს ეკონომიკური ზრდაა და ამის პირობაა ის მშვიდობიანი და სტაბილური გარემო, რომლის შენარჩუნება ქვეყანაში ხერხდება და ის კარგად კოორდინირებული და პროფესიონალურად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ჩვენი გუნდი,“ - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
16-11-2024
16-11-2024