12-10-2023
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მონაწილეობა მიიღო სლუპსკის (პოლონეთი) პომორიის უნივერსიტეტში გამართულ პოლონურ-ქართულ კოლოკვიუმში „კონსტიტუციონალიზმი პოლონეთსა და საქართველოში“.
„ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოდით იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნები დამოუკიდებლები და დემოკრატიულები ყოფილიყვნენ; ვაშენებდით და ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. საქართველო ყოველთვის გრძნობს და აფასებს პოლონეთის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
ღონისძიებაში მონაწილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლონელმა პროფესორებმა ისაუბრეს რუსეთის ოკუპაციის პერიოდში სახელმწიფოს მართვის ორგანოთა სისტემაზე, იმავე პერიოდში ადგილობრივ მმართველობაზე, ტრადიციულ კლასობრივ სისტემაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, საბჭოთა პერიოდის პოლონეთის სამართალზე, პოლონეთის 1921 წლის მარტის კონსტიტუციის რევიზიაზე და სხვა საკითხებზე.
16-11-2024
16-11-2024