გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ სლუპსკის პომორიის უნივერსიტეტის სასწავლო წლის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

13-10-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშიამ პოლონეთის რესპუბლიკის სლუპსკის პომორიის უნივერსიტეტის სასწავლო წლის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სეიმისა და სენატის წევრები, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

„საერთაშორისო კოლაბორაცია უმაღლესი განათლების სფეროში მნიშვნელოვანია კულტურათა გაგებისთვის, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის წახალისებისათვის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობისთვის, აკადემიური გამოცდილების გამდიდრებისთვის. ეს არის გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ მისწრაფება, რომელიც მოგვიწოდებს, რომ მუდმივად ვეძიოთ პარტნიორობის ახალი პერსპექტივები,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ პომორიის უნივერსიტეტის ინაუგურაციაზე და უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტის სტატუსის მოპოვება მიულოცა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის რექტორმა ჯაბა სამუშიამ თსუ საპატიო დოქტორი, პოლონეთის რესპუბლიკის სლუპსკის პომორიის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის პროფესორი, ჰაბილიტირებული დოქტორი დარიუშ შპოპერი ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30