გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა

14-10-2023

ელენე ხოშტარიას ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია - წერს სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

მისი თქმით, ხოშტარიას პოლიტიკაში შემოსვლას ორი ძირითადი არგუმენტით უჭერდა მხარს - სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და  გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა, ხოშტარიამ ორივეში გადააგდო .

 

"ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია. კვოტებიდან ისე მომასრიალა - გაღიმებული დავრჩი. არადა, სულ ორი ძირითადი არგუმენტი მქონდა როცა მის პოლიტიკაში შემოსვლას მხარს ვუჭერდი:

 

1) სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო

 

2) გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა. ორივეში გადამაგდო, მაგრამ აი კეზერა  ელენეს ყველაზე    პრინციპული არჩევანი გამოდგა  ნეტა რატომ? მოკლედ,  ჩვენ არ შევეკვრებით არავის, ვინც ოპოზიციურ ოლიგარქიას პრინციპულად არ ემიჯნება. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას" -წერს თანარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930