გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერი, სერგი ხიდეშელი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენციას დაესწრო

17-10-2023

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენციას დაესწრო, სადაც “გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ განიხილეს.

 

ფართომასშტაბიან ღონისძიებას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კოფერენცია ათეას ვიცე - პრეზიდენტმა გახსნა.

 

გიორგი ტყემალაძემ, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში, ათეას ჩართულობასა და ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

 

აღსანიშნავია ასოციაციის მნიშვნელოვანი წვლილი მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მხრივ, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ ასოციაციის ჩართულობით, 49 მუნიციპალიტეტს, უკვე შემუშავებული აქვს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.

 

ათეას შუამდგომლობით, დოკუმენტს 21-მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი, დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში კი, ქარტიას, კიდევ 5 თვითმმართველი ერთეული შეუერთდება.

 

ეროვნული კონფერენცია, რომელიც პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930