17-10-2023
„აშკარად ეტყობოდა ტონალობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ისეთ ჰონორზე ვეღარ იყო, როგორც ერთი თვის წინ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, იმპიჩმენტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი რეალობას ნელ-ნელა შეეგუება.
„არსად არ მივდივარ, სადაც მთელი ცხოვრება ვიყავი, იქ უნდა ვიყოო - მე მგონი, ჰგონია, რომ მთელი ცხოვრება პრეზიდენტი იყო და ასე ყოფნა უნდა სულ. რეალობას ნელ-ნელა შეეგუება. აშკარად ეტყობოდა ტონალობაში, რომ ისეთ ჰონორზე ვეღარ იყო, როგორც ერთი თვის წინ. რას ნიშნავს, ახლა ნახოს „ოცნებამ“, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდაო? იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება? თუ იმ უფლება-მოსილებებს არ იყენებდა, რაც აქამდეც ჰქონდა ან ახლა, როგორც უნდა, ისე გამოიყენებს?“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024