17-10-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, თსუ-ს აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებმა საუნივერსიტეტო სიახლეებსა და უმაღლესი განათლების მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრეს, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი დაძლევის გზები განიხილეს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სამინისტრო, კერძო სექტორის ჩართულობით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.მინისტრმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მათ უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრთან შეხვედრას თსუ-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები, შვიდივე ფაკულტეტის დეკანები, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024