გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა ლომინაძე: სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადა ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტს, საჭირო სამედიცინო მომსახურეობას და ტრანსპორტირებას პაციენტები იღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

17-10-2023

„დღესდღეობით საქართველოში 319 სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადა და 22 რეანიმობილი არსებობს. სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადა ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტს. საჭირო სამედიცინო მომსახურეობას და ტრანსპორტირებას პაციენტები იღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც სრულად შეესაბამება ყველა ნორმას და სტანდარტს რაც მსოფლიოში მოქმედებს.“ - ასე უპასუხა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ხატია დეკანოიძის გამოსვლას თითქოს საქართველოს მოსახლეობა ვერ იღებს დროულ და სათანადოდ სამედიცინო სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას.


ლომინაძის თქმით, მთავრობამ მიიღო დადგენილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების თანამშრომლების ხელფასის მატების შესახებ.


„მინდა შევახსენო ჩვენ ოპონენტებს, სულ ცოტა ხნის წინ, მთავრობამ მიიღო დადგენილება და სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადების თანამშრომლების - ექიმების, ექთნების, მძღოლების ხელფასის მატება იქნა დაანონსებული და პირველი იანვრიდან კიდევ დამატებით იქნება ხელფასების მატება. ბოლო წელიწად-ნახევარში სახელმწიფოში იქნა შეძენილი 5 ახალი პედიატრიული მიმართულების რეანიმობილი, რამაც კიდევ ერთხელ შეამცირა დრო პაციენტის გადაყვანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახალ გეგმებს, სახელმწიფოს შეძენილი აქვს და სულ მალე შემოვა 15 ახალი რეანიმობილი, რომელიც განთავსდება ოთხ მუნიციპალიტეტში: მესტია, ტყიბული, სენაკი, ლაგოდეხი და ასევე პედიატრიული რეანიმობილები, რომლებიც განთავსებული იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამიტომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ შეესაბამება სიმართლეს და სიცრუეა და ემსახურება ჩვენი სამედიცინო პერსონალის დისკრედიტაციას“ - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930