გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე თეონა აქუბარდიას-თუ სად ვიყავი თავის დროზე, მინდა გითხრათ, თქვენმა პარტიამ უნივერსიტეტიდან გამაგდო 2010 წელს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე

18-10-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას დასმულ კითხვას პასუხობს, თუ სად იყო თავად ირაკლი კობახიძე მაშინ, როდესაც ყველა „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა.

 

„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ წარმომადგენელს, რომელიც დღეს ამ დარბაზშია, თეონა აქუბარდიას, ქალბატონ სალომეს ბაძავს ეტყობა, გავიდა ზრდილობის ზღვარს მიღმა, შესაბამისად მის კითხვებს არ ვუპასუხებ. ერთადერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ მე სად ვიყავი თავის დროზე. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენმა პარტიამ მე უნივერსიტეტიდან გამაგდო 2010 წელს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე. უზრდელობა არ გეპატიება, მით უმეტეს, ნაციონალს არ ეპატიება უზრდელობა ამ სხდომათა დარბაზში. ნაციონალების უზრდელობის ადგილი ამ სხდომათა დარბაზში არ არის“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930