გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა ერთნაირსქესიანთა რეგისტრირებული პარტნიორობის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

19-10-2023

უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა მხარი დაუჭირეს რეგისტრირებული პარტნიორობის კანონპროექტს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დეპუტატ ინა სოვსუნზე დაყრდნობით იტყობინება.


მათი ცნობით, კანონპროექტების მიზანია დაეხმაროს LGBT-წევრებს განსაზღვრონ საერთო უფლებები და ვალდებულებები, უძრავი ქონების საკითხი, მემკვიდრეობა, სოციალური დაცვა და პარტნიორის გაუჩინარების შემთხვევაში არსებული უფლებები.


სოვსუნმა კანონი უკრაინის რადას 2023 წლის მარტში წარუდგინა. დოკუმენტზე არასამთავრობო ორგანიზაციები 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მაშინ სამინისტროებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, რადგან ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა მასში ქორწინებასთან იყო გაიგივებული. ახლა უწყებების პოზიცია შეცვლილია. იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის შენიშვნებსაც ამზადებს.


„ახლა ინიციატივა პარლამენტის ხელშია, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს კანონპროექტს პირველი მოსმენით, რათა საშუალება მისცეს იუსტიციის სამინისტროს მეორე მოსმენაში თავისი შენიშვნების შეტანისთვის“, - განაცხადა სოვსუნმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031