გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: აზერბაიჯანში ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი იყო

6-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბაქოში ვიზიტი საქართველოსათვის ნაყოფიერი იყო.


მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.


მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით სრული მხარდაჭერა მიიღო.


„მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ ბაქოში ვიზიტის შესახებ. აზერბაიჯანი გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განვიხილეთ, რომელიც ახალ იმპულსს მისცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს.


მოგეხსენებათ, ჩვენს შორის არსებობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. თუმცა, მასში გარკეული ხარვეზებია და ამასთანავე, ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ჩარჩო აზერბაიჯანთან და მას უნდა დაემატოს მომსახურების სფერო. ორივე მხარეს აქვს მზადყოფნა, რომ ჩვენ შემდეგი 2 წლის განმავლობაში მოვახდინოთ ჩვენ შორის ვაჭრობის გაზრდა ისე, რომ დღეს წლევანდელი საორიენტაციო ციფრი იქნება 1 მილიარდი, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში ის მინიმუმ გავზარდოთ 50-60 პროცენტით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოში მოვახდინოთ სტიმულირება, რომ გვქონდეს მეტი ვაჭრობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან.


ამასთ ერთად, ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის სხვა ასპექტები, როგორიცაა კულტურული ურთიერთობები, ჰუმანიტარული და ამავე დროს ურთიერთობები განათლების სფეროში. ამასთან, აქტიურად განიხილება და ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალ რეგიონალურ პროექტებს, ენერგო პროექტებს, რომლებიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი გამოყენებულ იქნას უფრო ეფექტურად და საქართველომ აქედან მიიღოს დამატებითი შემოსავალი.


ამასთან ერთად, ჩვენ შევთახმედით, რომ შესაბამისი უწყებები განიხილავენ და ჩამოაყალიბებენ ერთობლივ საწარმოებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ევროპასთან გამოვიყენოთ უფრო ეფექტურად და გავზარდოთ ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან ევროკავშირის მიამრთულებით“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031