გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს ბევრი ადამიანი სცემს, მათ შორის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც - ვისაც უნდა ქართველი ხალხის პატივისცემა, პატივი უნდა სცეს მის კონსტიტუციას

19-10-2023

პრეზიდენტი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. სასამართლოს დასკვნის შემდეგ, მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტის განხორციელება წარმოადგენს დარღვევას. ნებისმიერი თეთრი, ასეთი ვიზიტის დროს ბიუჯეტიდან დახარჯული, იქნება უკანონო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართველი ხალხისთვის პატივისცემა პირველ რიგში ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემას და ეს პატივისცემა მის პარტნიორებს მოეთხოვებათ.


„მე მოვუწოდებ მის კეთილისმსურველებს, ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის „პანდორას ყუთი“. 16 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არ უნდა იყოს კონსტიტუციის დარღვევის ხელშეწყობა. ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუკი ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტი, პარტნიორებმაც ამას უნდა სცენ პატივი. ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს ბევრი ადამიანი სცემს, მათ შორის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც. ეს არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის პატივისცემისთვის. ვისაც უნდა ქართველი ხალხის პატივისცემა აჩვენოს და ქართული სახელმწიფოს მიმართ, უნდა აჩვენოს, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემა კონსტიტუციის მიმართ. ჩვენი მოლოდინია, თუკი იქნება ასეთი ვიზიტებისა და შეხვედრების მოთხოვნები, თუ მთავრობის თანხმობა არ იარსებებს, ასეთ ვიზიტის განხორციელებაზე მას უარი უთხრან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930