გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა, ქართულ ეკონომიკაში წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დავაბრუნოთ

6-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით კერძო სექტორისათვის 280 მილიონი ლარია დაბრუნებული.


მისი თქმით, მმართველი პარტიის მიზანი, წელს ქართულ ეკონომიკაში ნახევარ მილიარდ ლარამდე თანხის დაბრუნებაა.


„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ დღგ-ს დაბრუნების სისტემა. დღევანდელი დღის მდგომარეობით თითქმის 280 მილიონი ლარია დაბრუნებული კერძო სექტორისთვის, მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები. მე არაერთხელ ვისაუბრე ამაზე.


სამწუხაროდ, წინა მთავრობის მმართველოს პერიოდში ძალიან მტკივნეული გამოცდილებაა ქართულ ბიზნესში დღგ-ს დაბრუნების პროცედურებთან დაკავშირებით, ვინაიდან დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო, რომ საწარმოში უნდა შესულიყო საგადასახადო ორგანოები, ან უმრავლეს შემთხვევაში ფინანსური პოლიცია და ეს იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელმაც ქართული ბიზნესი ძალიან დააზარალა. მე მსურს დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მეწარმეებს და ქართულ კომპანიებს - უფრო იაქტიურეთ, შეავსეთ განაცხადები, ჩვენი მიზანია, რომ მიმდინარე წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნება მოხდეს ქართული კომპანიებისთვის. ეს პროცესი არის ძალიან მარტივი, ძალიან კომფორტული და ძალიან მეგობრული. მე მესმის, რომ წარსული გამოცდილება არის ამ ნაწილში ძალიან მძიმე, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი, სამართლიანი თამაშის წესები. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ ბიზნესს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში. ჩვენი ამოცანაა, რომ წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დავაბრუნოთ აუცილებლად ქართულ ეკონომიკაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930