გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: 69 საჯარო სკოლაში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება

6-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში 69 საჯარო სკოლაში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება.


მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.


„აქვე მინდა შევეხო ძალიან საინტერესო ინიციატივას, რომელსაც მიმდინარე მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ. იცით, რომ ჩვენს პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ინტერნეტიზაციას და ზოგადად, გაციფრულებას და დიჯიტალიზაციას, რომელიც არის, რა თქმა უნდა, განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილი. 69 საჯარო სკოლაში მოხდება უკაბელო ინტერნეტის მონტაჟი. აქედან, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 50 სკოლა წარმოდგენილია ჩვენს სხვადასხვა რეგიონში. სწავლების პროცესში უკაბელო ინტერნეტზე წვდომა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სწორედ გაციფრულება და ინტერნეტიზაცია იქნება ჩვენი განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც რაც შეიძლება ჩქარი ტემპებით უნდა დავასრულოთ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031