გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ბიზნესზე ზეწოლაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა

6-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბიზნესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარს პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.

ბახტაძის თქმით, საკანონმდებლო თვალსაზრისით ქართული ბიზნესი ძალიან კომფორტულ გარემოშია.

„ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარი იმ გარემოში, რა გარემოშიც დღეს ქართული ბიზნესი ვითარდება, ჩემი აზრით, არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია ან ეს შეიძლება იყოს იმ ადამიანის მოსაზრება, რომელიც არ არის ჩახედული იმ რეფორმების შინაარსში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ქართული ბიზნესი არის ძალიან კომფორტულ გარემოში საკანონმდებლო თვალსაზრისით. თუმცა მთავარი ბარიერი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის გარკვეულწილად, შემორჩენილი უსამართლო რეჟიმები საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში არათანაბარ პირობებში აყენებს ადგილობრივ მწარმოებლებს. ეს გახლავთ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ გავასწოროთ აღნიშნული ხარვეზები.

გვქონდა შემთხვევები, რომ როცა მეზობელ ქვეყნებთან არსებული სავაჭრო რეჟიმებით ჩვენი მეწარმეები ვერ სარგებლობდნენ მაშინ, როცა იმპორტიორებს ჰქონდათ სრული წვდომა ქართულ ბაზარზე. თუ შეკითხვა ამაში მდგომარეობს, მაშინ დიახ, ეს რჩება გამოწვევად, მაგრამ თუ შევადარებთ შარშანდელ პერიოდთან ამ ყველაფერს, საერთაშორისო ვაჭრობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ამის საუკეთესო სტატისტიკაა ექსპორტის 30%-იანი ზრდა, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930