23-10-2023
როდესაც გვინდოდა მიგვეღო ის ქართული კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს და მერე რუსულად მონათლეს, სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ საზოგადოებას ჰქონოდა ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ნებისმიერი ეს პოლიტიკური პროცესი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ( GDI) დაფუძნებული ფონდის მიერ აქციებზე დაკავებულ აქტივისტების ნაცვლად კანონდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაცია აფინანსებს პროცესებს, რომელიც რევოლუციის ხელშემწყობია და სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის თანხას უხდიან კანონდამრღვევებს, სწორედ ეს უწყობს ხელს პოლარიზაციას.
“ახლა ეს GDI-ია თუ USAID-ია, როდესაც აფინანსებენ ისეთ პროცესებს და სემინარებს, სადაც რევოლუციას ასწავლიან ახალგაზრდებს და თანაც ამას აღიარებენ, ასევე აგროვებენ GDI და მისი მხარდამჭერები ფულს იმისათვის, რომ გადაუხდიან ჯარიმას იმ ახალგაზრდას, რომელიც უფრო კარგად ესვრის ალბათ და არ ააცილებს პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილს”, ეს არის სწორედ პოლარიზებისთვის და რადიკალური პროცესებისთვის ხელის შეწყობა” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024