24-10-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში, 19 აგვისტოდან 19 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, უკანონო ნადირობის 448ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი -124 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში; 83 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, 82 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 39 - გურიაში, 36 - შიდა ქართლში, 35 - კახეთში, 17 - აჭარაში, 12 - ქვემო ქართლში, 11 - სამცხე-ჯავახეთში, 2 კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 7 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.
გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, 345 შემთხვევაში, სამართალდამრღვეებმა ნადირობისას აკრძალული იარაღი, მეთოდი ან საშუალება გამოიყენეს. 91 მონადირე გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა, 5-მა მოქალაქემ ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინადირა, 6 შემთხვევაში კი, მონადირეებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს.
სამართალდარღვევებიდან საკმაოდ ბევრია უკანონო საშუალებით -ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში, ამოღებულია 338ასეთი მოწყობილობა.
უკანონო ნადირობის ფაქტები სგამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
16-11-2024
16-11-2024