24-10-2023
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ტემპერატურის კლებასთან ერთად, მწერი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ მიგრირებს. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.
მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დაამუშავა 227 148 ჰა ფართობი, ცივი შესხურებით - 91 579,25 ჰა სოფლის ტერიტორია, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და ტყის პერიმეტრი; მონიტორინგის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდა 107 725 სპეციალური სადგური.
16-11-2024
16-11-2024