გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსეი არესტოვიჩი: მოქმედ სისტემას არათუ გამარჯვებისკენ არ მივყავართ, არამედ ის მთელი ძალით მიგვათრევს კატასტროფისკენ. რატომ ხდება ისე, რომ ერთი სცენარის მიხედვით ზედიზედ უკვე მეხუთე ქალაქს ვკარგავთ?

25-10-2023

წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვერ გავიაზრეთ, რომ მოქმედ სისტემას არათუ გამარჯვებისკენ არ მივყავართ, არამედ ის მთელი ძალით მიგვათრევს კატასტროფისკენ. პოპასნაიას, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკისა და ბახმუტის შემდეგ ავდეევკის დაკარგვის პერსპექტივა არის განაჩენი სისტემის. თუ დავკარგავთ ავდეევკას, ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ისე, რომ ერთი სცენარის მიხედვით ზედიზედ უკვე მეხუთე ქალაქს ვკარგავთ? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი წერს.


„ახალგაზრდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში პოლიტიკურმა ელიტებმა ააშენეს სისტემა, სადაც ძალაუფლება საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფოსა და საზოგადოების გამანადგურებელ ქმედებებსა თუ უმოქმედობაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ არსებობს. ამის შედეგია საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების დაუსჯელობა სისტემური კორუფციის გამო, ეკონომიკის 2,5-ჯერ შემცირების გამო და ასევე იმის გამო, რომ ერთი და იმავე სქემის მიხედვით ქალაქებს ვკარგავთ.


პოპასნაიას, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკისა და ბახმუტის შემდეგ ავდეევკის დაკარგვის პერსპექტივა არის განაჩენი სისტემას. თუ დავკარგავთ ავდეევკას, ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ისე, რომ ერთი სცენარის მიხედვით ზედიზედ უკვე მეხუთე ქალაქს ვკარგავთ?


პასუხი მარტივია: არ ვამზადებთ მძლავრ თავდაცვით ზღურბლს, მოწინააღმდეგე აგროვებს ძალებს რომელიმე მიმართულებაზე და იწყებს იერიშს, ჩვენ გვიხარია მისი დანაკარგები, შემდეგ ვაგზავნით იქ დამატებით ძალებს, მედიაში სიტუაციას ვამძაფრებთ, ვაქცევთ ამ ქალაქს წინააღმდეგობის სიმბოლოდ, ხოლო როდესაც სამხედრო თვალსაზრისით დაკავებული პოზიციების შენარჩუნება არახელსაყრელი ხდება - სამხედროების გმირობის, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ვინარჩუნებთ ამ ქალაქ-სიმბოლოს. საბოლოო ჯამში, ვკარგავთ ქალაქს, ცოცხალ ძალას, ტექნიკას, ეცემა მორალური სულისკვეთება და ვუმატებთ არგუმენტებს დასავლეთში პუტინის მომხრეებს.


წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვერ გადავდგით ნაბიჯი უკან და ვერ მივხვდით, რომ მოქმედ სისტემას არათუ გამარჯვებისკენ არ მივყავართ, არამედ ის მთელი ძალით მიგვათრევს კატასტროფისკენ.


უკრაინელი ხალხი იბრძვის გადარჩენისთვის, ებრძვის პუტინის რეჟიმს და ადგილობრივ კანიბალებს, რომლებიც შთანთქავენ შიდა რესურსებს და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებენ. თუ ჯარში, ეკონომიკაში, შიდა და გარე პოლიტიკაში რადიკალურ ზომებს არ გავატარებთ, ეს ისტორია მომავალშიც განმეორდება. კიდევ რამდენი ტერიტორია და ადამიანი უნდა დავკარგოთ, რათა ეს გავითავისოთ?“, - წერს არესტოვიჩი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930