გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნატახტარის“ კომერციული დირექტორი: თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს საქართველოში

6-09-2018

"საქართველოს გარშემო იქმნება ახალი შესაძლებლობა - ეს არის თავისუფალი ვაჭრობის მთელი სარტყელი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ევროკავშირი, ჩინეთი, ჰონგ-კონგი. ყოველივე კიდევ უფრო გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს საქართველოში. ის გარემოება, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ამ ქვეყნებთან, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის საქართველოს ინვესტირებისთვის, რადგან თავისუფალი ვაჭრობის სარტყელი ჩვენი ქვეყნის გარშემო კიდევ უფრო ფართოვდება,“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნუკრი ხუნძაკიშვილმა.

ნუკრი ხუნძაკიშვილი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყების ინიცირების შესახებ. „იაპონია ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია. ჩვენ ჯერ არ გაგვიყიდია იაპონიაში ჩვენი პროდუქცია, თუმცა ვმუშაობთ ამ მიმართულებით და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობა იაპონიასთან ამ პროცესს დააჩქარებს. პოზიტიურად ვართ განწყობილი,“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა.

ნუკრი ხუნძაკიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შეთანხმებაზე ისრაელის მხარესთან. დოკუმენტის თანახმად, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ მოხდება შესწავლა და გამოვლინდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები და ის სექტორები, რომელშიც მოხდება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება. 

„ისრაელი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანაა, სადაც ჩვენი პროდუქცია მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ამ კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში იწარმოება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადავიდეს, რაც გაზრდის ჩვენს ექსპორტს. თავისუფალი ვაჭრობა ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ უფრო მეტად ფოკუსირებულები ვიყოთ,“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნუკრი ხუნძაკიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031