გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა მოსწავლეების მშობლებთან ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა

25-10-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლის მოსწავლეების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.


მინისტრი შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ საკითხებს დეტალურად გაეცნო. მათ შორის, მხარეებმა იმსჯელეს სკოლებში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ეხება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, სასკოლო კვებას, ბუფეტებს, ჰიგიენის დაცვას, სკოლების დაფინანსებას და სხვ.


გიორგი ამილახვარმა მშობლებს სკოლებში პრობლემების დაძლევის კუთხით საკუთარი ხედვები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივებმა და გადასადგმელმა ნაბიჯებმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, სკოლებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებისა და არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და სხვადასხვა აქტუალური საკითხის სიღრმისეული განხილვის მიზნით სამომავლო შეხვედრებზე შეთანხმდნენ. 


აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით,სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით,  მშობლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება, რათა ისინი კიდევ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები მიმდინარე რეფორმის პროცესში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930