25-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის" გახსნას დაესწრო.
ფორუმი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.
ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები" − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.
16-11-2024
16-11-2024