25-10-2023
მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის თემატიკაზე.
„მისი თქმით, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მონაწილეობა დღევანდელ ფორუმში არის ძალიან მნიშნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს, ზოგადად პოზიციას და ჩვენს მიღწევებს და პროგრესს, რომელიც ბოლო წლებში გვაქვს. ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს, ჩემს გამოსვლაში ვილაპარაკე აი იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ და რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ.
რა თქმა უნდა ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშნელოვანი, იცით რომ შუა დერეფანი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ალტერნატიული გზა, ზოგადად აი ამ ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, და ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ზოგადად ეს დაკავშირებადობა არის სისტემატიკა, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024