25-10-2023
გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში. წინ ვუსწრებთ მოქმედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა. პრემიერის თქმით დასამალი არაფერია, ჩვენი ქვეყანა არის მართლაც მოწინავე ყველა პარამეტრით.
"გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში. წინ ვუსწრებთ მოქმედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს. ასე რომ აი ესეც არის პასუხი, აი იმ დიდ ხნიანი დეზინფორმაციული, ნეგატიური, ანტი-ქართული კამპანიის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამბობდნენ რომ თითქოს ჩვენთან არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ გამოწვევები არის კანონის უზენაესობის სფეროში.
აი ეს კონკრეტული რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს, ჩვენი ქვეყანა არის მართლაც მოწინავე ყველა პარამეტრით და რა თქმა უნდა მე მიხარია და მახარებს ეს აღიარება, რომელიც არ არის ჩვენს მიერ შედგენილი და გაკეთებული, რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მონიჭებული საპატიო სტატუსი,- განაცხადა პრემიერმა.